ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ
ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ

მცენარეებიანი აკვარიუმის მოყვარულთათვის ალგე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც თვალის დახუჭვა ნამდვილად არ მოიტანს კარგ შედეგს. როდესაც ეს ორგანიზმი  ჩვენს აკვარიუმში ფეხს მოიკიდებს, მისი აღმოფხვრა რთული ხდება. ამიტომ სჯობს ვიცოდეთ თუ რა არის ალგე და გაგვიმარტივდება მასთან ბრძოლაც.

ამ პოსტში განვიხილავთ სხვადასხვა  ალგეს ტიპებს, გავარკვევთ თუ რა უწყობს ხელს მის გამრავლებას და როგორ გავაკონტროლოთ მისი ზრდა.

მოდით, შევადაროთ ალგე წყლის მცენარეს და  გავარკვიოთ მათ შორის რა  სხვაობაა და რითი გვანან ერთმანეთს.

პოსტის ბოლოს კი ალგეს გამსუფთავებლების ჩამონათვალს ნახავთ.

მცენარეები და ალგე

ალგეს, ისევე როგორც წყლის მცენარეს ზრდისთვის ესაჭიროება სინათლე.

როდესაც მცენარეებიან აკვარიუმს უყურებთ, ჯანსაღი მცენარეებით და კამკამა წყლით უნდა ვიცოდეთ რომ ასეთ აკვარიუმშიც არის ალგე. წყლის ქვეშ, ყველანაირ ზედაპირზე და მათ შორის მცენარეების ფოთლებზე თხელი ფირია ალგეს, ბაქტერიების, ან მიკროსკოპული ორგანიზმების.

კრისტალურად სუფთა წყალშიც დაცურავენ ალგეს უჯრედები. ვერ იკიდებენ ფეხს, რადგანაც ამ შემთხვევაში დაბალანსებულია მცენარეების ზრდით. შეუძლებელია სრულიად აღმოვფხვრათ ალგე აკვარიუმიდან და ეს არც იქნება მიზანშეწონილი, რადგანაც ის აკვარიუმის ბინადრების საკვებიცაა და ასევე საჭიროა აკვარიუმის ბიოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად, ამ ბიოლოგიური ბალანსის შედეგი კი  ჯანსაღი მცენარეებია.

აქტიურად მზარდი წყლის მცენარეები გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც არ აძლევს ალგეს ზრდას საშუალებას ( ალელოპათია) და ხელს უწყობს ეკოლოგიურ ბალანსს აკვარიუმში.

აკვარიუმის ასაკის და განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა ტიპის ალგეები აღმოცენდება ხოლმე და ქრება აკვარიუმის მომწიფებასთან ერთად.

იმისათვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ალგეს ზრდა, საჭიროა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მცენარის ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ანუ უნდა ვუზრუნველყოთ ნახშირორჟანგის სტაბილური კონცენტრაცია წყალში და მცენარეების საკვების რაოდენობა და განათებაც ვაკონტროლოთ.

შავი ჯაგრისისებური ალგე (BBA)

მოსაშორებლად ყველაზე რთული ალგეა Audouinella , წითელი ფილამენტური ალგე. ის იზრდება ფოთლების გარშემო კუთხეებზე, ვრცელდება ქვებზე, აკვარიუმის დეკორაციებზე და წარმოქმნის მუქ ნაწიბურებს.

შავი ჯაგრისისებური ალგე ბუცეფალანდრაზე

შავი ჯაგრისისებური ალგე იზრდება ასევე ფილტრების გამომავალ ნაწილზე, სადაც წყლის დიდი ნაკადია ან პირიქით, იქ სადაც არ ხდება წყლის კარგი ცირკულაცია.იზრდება როგორც დაბალ განათებაზე, ასევე მაღალზე, მისი მოშორება მაშინაც რთულია, როცა მკვდარია.

შავ ჯაგრისისებური ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  •  მოაჭერით დაზიანებული ფოთლები, მაშინვე როდესაც მას შეამჩნევთ;
  • ეცადეთ მეტი მცენარე გაზარდოთ, რომელიც ალგეს შეუშლის ხელს ზრდაში;
  • წყალში დაიწყეთ თხევადი ნახშირის გაზავება ( გლუტარალდეჰიდის ბაზაზე
  • დაიწყეთ Co2 სტაბილური მიწოდება, რომ მცენარის ზრდის სტიმულაცია მოხდეს
  • დაამატეთ სიამის ალგეს თევზი, სიამის ხავსიჭამია ( Siamese algae eater, Crossocheilus siamensis )
მომწვანო-მოლურჯო ალგე (ციანობაქტერია)

მომწვანო მოლურჯო ალგეს გავრცელებული ტიპებია AnabaenaAphanizomenon, და Microcystis. ეს ალგე არის ფოტოსინთეზური ბაქტერია, ე.წ ციანობაქტერია.

ის ხარობს აკვარიუმის წყალში სადაც ბევრი ნიტრატია და დაბალი განათებაც არ უშლის ხელს გავრცელებაში.

ის ძირითადად ჩნდება ახალ აკვარიუმებში ან ჭუჭყიან,  მოუვლელ აკვარიუმში. ძირითადად ქრება , როცა ახალი აკვარიუმი მომწიფების ეტაპზე გადასვლას დაიწყებს.

ციანობაქტერია, მომწვანო-მოლურჯო ალგე
 ციანობაქტერიასთან ბრძოლა და კონტროლი
  • ციანობაქტერია ჩნდება ძირითადად ახალ გაშვებულ აკვარიუმებში;
  • დაასიფონეთ ალგემოდებული გრუნტი და წყალი ცვალეთ 30%;
  • გააუმჯობესეთ წყლის ცირკულაცია, რათა არ იყოს აკვარიუმში მკვდარი ზონები;
  • შეინარჩუნეთ გრუნტის სისუფთავე;
  • თუ ციანობაქტერის ვერ ამაცხებთ, მაშინ გამოიყენეთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც ერითრომიცინს შეიცავს. 
ალგე ხალიჩა (კლადოფორა)

კლადოფორას მრავალი სახეობა არსებობს, რომელიც გაერთიანებულია ალგე ხალიჩის (თარგმანი) კატეგორიაში, ხალიჩის ალგე განშტოებების მქონე მწვანე ფილამენტური ალგეა. ის შეიძლება შეგვხვდეს როგორც თავისუფლად მოტივტივე ხალიჩად ან მიემაგროს ხეს,  გრუნტს და მცენარეებს. ეს ალგე ვრცელდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყალში ნიტრატების დონე მაღალია. კლადოფორა ნახშირს იღებს ან ბიკარბონატისგან ან CO2ისგან და მაშინაც იზრდება, როდესაც ეს მაჩვენებლები არის დაბალი.გლუტარალდეჰიდის ბაზაზე ნახშირის დანამატებით შეიძლება მისი კონტროლი.

კლადოფორა, ალგე ხალიჩა,
კლადოფორასთან ბრძოლა და კონტროლი
  • დარწმუნდით, რომ ახალ მცენარეს არ შემოყვეს ის
  • უზრუნველყავით შესაბამისი ნიტრატების დონე და co2
  • ადგილზევე მოაშორეთ 
  • ამანოს და ნეოკარიდინას კრევეტების კოლონა გაუმკლავდება და საგრძნობლად შეამცირებენ დროთა განმავლობაში
დიატომა -ყავისფერი ალგე

დიატომა არის ერთუჯრედიანი ალგე, რომელიც გვევლინება ყავისფერი ნადების სახით აკვარიუმის შუშაზე, გრუნტზე და მცენარეებზე. 

ბევრი სახეობის დიატომა არსებობს,  დიატომის უჯრედები დაცულია მყარი გარსით (ფრუსტულა) დიატომები  ახალ აკვარიუმში ჩნდება, შესაბამისად, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები სხვა ალგეები შეუმჩნეველი ხდება აკვარიუმის ასაკის მატებასთან ერთად.

დიატომებმა შეიძლება დაფარონ ცუდად მზარდი მცენარეები და ლპობადი ფოთლები. თუ თქვენი ონკანის წყალი ბევრ სილიკატს შეიცავს ესეც გამოიწვევს დიატომების გამრავლებას. 

დიატომები, ყავისფერი ალგე
კლადოფორასთან ბრძოლა და კონტროლი
  • დიატომები დროთა განმავლობაში თავისით ქრებიან
  • გაწმინდეთ აკვარიუმის შიდა ზედაპირი რბილი ქსოვილით
  • დაამატეთ ოტოცინკლუსების ჯგუფი
 მწვანე მტვერის ალგე 

ეს ალგე გამოიყურება როგორც მწვანე წმინდა ფირი მინაზე. ცუდი სანახავია, ამიტომ ხშირ წმენდას საჭიროებს. ისევე როგორც სხვა ალგეები მწვანე მტვრის ტიპიც გამოწვეულია ისევ დისბალანსისგან , მცენარის და ალგეს ერთმანეთში ჭიდილისგან საზრდოს და განათების გასაყოფად. მაგალითად როდესაც ნიტრატის და ფოსფატის ნაკლებობაა, მცენარე ვერ ახერხებს ზრდას , ასე რომ სასწორის მხარე იხრება ალგესკენ და ალგე მოიხმარს ის რაც მცენარემ ვერ გამოიყენა გასაზრდელად. ფოტოპერიოდის ხანგრძლივობაც იწვევს მწვანე მტვრის ალგეს(განათება იგულიხმება).

მწვანე მტვრის ალგე
მწვანე მტვრის ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • რ დატოვოთ განათება 10 სთზე მეტი დროით
  • დააბალანსეთ აკვარიუმი სასუქებით
  • მოაფხიკეთ ალგე სპეციალური ალგეს საპარსით
  • უზრუნველყავით co2 ბალანსი, განსაკუთრებით მაღალი განათების აკვარიუმში
  • დაამატეთ ანცისტრუსი ან ოტოცინკლუსების ჯგუფი
მწვანე წერტილოვანი ალგე

მწვანე წერტილოვანი ალგე ერთუჯრედიან კოლონას ქმნის მცენარეებზე და მინაზე, ძირითადად გვხვდება ნელა მზარდ მცენარეებზე – მაგალითად ანუბიასზე.  საკმაოდ მყარი სტრუქტურა აქვს და მოშორებაც რთულია. ნელა მზარდ მცენარეს თუ დიდი ხნით დავტოვებთ განათების ქვეშ ალგეც ძალიან მალე გამრავლდება.

წერტილოვანი ალგე
მწვანე წერტილოვან ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • მოვაჭრათ დაზიანებული ფოთლები
  • გავზარდოთ ფოსფატის დონე
  • ვუზრუნველყოთ co2 ბალანსი
  • დავამატოთ ანცისტრუსი ან ოტოცინკლუსების ჯგუფი
მწვანე წყალი 

მწვანე წყალს აკვარიუმში იწვევს მწვანე ერთუჯრედიანი პლანქტონური ალგე. ალგეს უჯრედები ისე სწრაფად მრავლდება, რომ წყალი ხდება მთლიანად მწვანე. შესაბამისად როდესაც ალგე წყალში მალე გავრცელდება მოიხმარს მთელ საკვებს და შემდეგ მოკვდება რაც ამავდროულად გამოიწვევს ჟანგბადის მკვეთრ ვარდნას და თევზის სიკვდილსაც.

მწვანე წყალი, ალგე პლანქტონი
პლანქტონურ ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • მწვანე წყლის ალგეს აფეთქება შესაძლოა გაქრეს ერთ ან ორ კვირაში 
  • განათება არ დატოვოთ 10 სთ-ზე დიდ ხანს 
  • გამორთეთ აკვარიუმის განათება რამოდენიმე დღით 
  • ულტრაიისფერი ნათურა მოკლავს ალგეს (თევზსაც, ასე რომ ღია UV განათება თევზებიან აკვარიუმში არ ჩადოთ)
 თმის ალგე

თმის ალგე მწვანე ფილამენტური ტიპის ალგეა, რომელიც იზრდება გრძელ, თმისებურ ფორმად. თმის ალგეს შეუძლია გაჭედოს ფილტრები და აკვარიუმის მცენარეებს შემოეხვიოს. როგორც ხალიჩა ალგე , თმის ალგეც მაშინ ხარობს, როცა საკმარისი საკვები აქვს და წყალმცენარეები ნელი ტემპით იზრდებიან.

თმის ალგე
თმის ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • განათება არ დატოვოთ 10 სთ-ზე დიდხანს 
  • ფიზიკურად მოაცილეთ ადგილობრივად
  •  ე.წ. ამერიკული დროშის თევზი(Jordanella floridae), სიამის ალგეს თევზი,  და პეცილია (მოლი) ჭამს თმის ალგეს 
  • ჩერი და ამანოს კრევეტებიც გემრიელად მიირთმევენ
ირმის რქისებური ალგე 

კომპსოპოგონი არის წითელი ალგე, რომელიც გვხვდება ასევე მწვანე, თეთრ და სერ ფერად.

მას აქვს ტოტები, რომელიც ირმის რქის განშტოებებს წააგავს. ირმის რქისებური ალგე მიემაგრება მოწყობილობებს, ქვებს და მცენარეებს, მისი გამრავლებაც წყალში დაბალი Co2ით არის გამოწვეული .

ირმის რქისებური ალგე
ირმის რქისებურ ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • ხელით ადგილობრივად მოშორება
  • აკვარიუმის ბალანსი
  • აკვარისტები წარმატებით ებრძვიან მას სიამის ალგეს თევზთან 
ბუსუსებიანი ალგე 

ამ ფილამენტურ ალგეს, ბოლოში ბუსუსებიანი ფუმფულა დაბოლოებები აქვს. ისიც ჩნდება დისბალანსის , co2 ნაკლებობის დროს ანუ მაშინ, როდესაც წყლის მცენარე ვერ ახერხებს გაზრდას.  

ბუსუსებიანი ალგე
ბუსუსებიან ალგესთან ბრძოლა და კონტროლი
  • ხელით ადგილობრივად მოშორება
  • ვუზრუნველყოთ co2 ბალანსი
  • წყალში თხევადი ნახშირის დამატება 
  • ამანო, ჩერის კრევეტები
ალგესთან “მებრძოლი”თევზები 

ეს თევზები დროებით შეგიძლიათ გამოიყენოთ აკვარიუმის გასასუფთავებლად, მაგრამ ბოლომდე მათზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული, ალგეს დამარცხების გასაღები არის ბალანსი აკვარიუმის წყლის პარამეტრების, განათების და co2-ის.

ოტოცინკლუსი
  • დიატომები
  • მწვანე მტვრის ალგე
  • მწვანე წერტილოვანი ალგე
  • თმის ალგე
სიამის ალგეს თევზი
  • შავი ჯაგრისებური ალგე
 ნერიტის ლოკოკინა
  • დიატომები
  • მწვანე მტვრის ალგე
  • მწვანე წერტილოვანი ალგე
 ამანოს კრევეტი 
  • თმის ალგე
  • ალგე-ხალიჩა
  •  ბუსუსებიანი ალგე
ანცისტრუსები

  • დიატომები
  • მწვანე მტვრის ალგე
  • მწვანე წერტილოვანი ალგე

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.