მე და აკვარიუმები
მე და აკვარიუმები

მე და აკვარიუმები

პირველი მცენარეებიანი აკვარიუმი 80იანების ბოლოს გვქონდა სახლში. კვირაობით დიღმის ცხოველთა ბაზრობაზე დავყავდი მშობლებს. აკვარიუმის გამათბობელი რეგულატორის გარეშე იყო, აი ისეთი შენთვითონ უნდა გეკონტროლებინა ტემპერატურა და გამოგერთო, ჰოდა ერთხელაც დაგვხდა დახოცილი თევზები და მოხარშული მცენარეები.

შემდეგი აკვარიუმი 15 წლისას მქონდა, 90იანებში, ძალიან რომ ვწვალობდი კარგად მახსოვს. ზამთარში დიზელის ღუმელზე და ხან “კერასინკაზე” ვათბობდი წყალს და ისე ვაზავებდი, ღამე ვფუთავდი, მაგრამ მალევე ცივდებოდა პატარა აკვარიუმში წყალი და თევზებიც იხოცებოდნენ.

დიდი ხნით ვერ შევინარჩუნე თევზები, თუმცა მცენარეებიანი ცარიელი აკვარიუმი მაინც დავიტოვე. მიკროორგანიზმები მრავლდებოდნენ და ლუპით ვაკვირდებოდი.

2008 წელს 80 ლიტრიანი აკვარიუმი დავამზადებინე. მყავდნენ სკალარები, ბარბუსებიც, ნეონ ტეტრებიც, ცოცხალმშობიარეებიც, ანცისტრუსი, კორიდორასები, რამირეზი და მოკლედ რამოდენიმე წლის მანძილზე თევზის ბევრმა სახეობამ გაიარა ჩემს აკვარიუმში.

მიუხედავად რამოდენიმე წლიანი გამოცდილებისა, მაინც ვფიქრობ რომ არაფერი ვიცოდი, ბევრი თევზი მეხოცებოდა, ზოგი სტრესით გამოწვეული დაავადებით, ზოგი სავარაუდოდ წყლის პარამეტრების გამო. არც ქლორის გამანეიტრალებელს ვიყენებდი და ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდი. ხუთი წელი მქონდა ის აკვარიუმი და ბოლოს გავაჩუქე მცენარეებიანად.

2008 წელი
2011 წელი
2012 წელი

ამის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი მქონდა პაუზა, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი აკვარიუმებზე.

2021 წელს ისევ განვაახლე ჰობი. მაგრამ ამჯერად ინფორმაციით და ცოდნით მივუდექი ამ საკითხს და დღემდე ვსწავლობ.

ჯერ ერთი აკვარიუმით დავიწყე და ახლა სამი აკვარიუმი მაქვს.

ადგილი რომ მქონდეს და რაც მთავარია მეტი დრო მეტი დრო, მეტი აკვარიუმი მექნებოდა 🙂 ვოცნებობ მქონდეს ცალკე აკვარიუმების ოთახი, ზღვის აკვარიუმით და ასევე გუბურა ეზოში.

ჩემი სოც ქსელების ლინკებია: