აკვარიუმი 2,5 თვის დატოვების შემდეგ
აკვარიუმი 2,5 თვის დატოვების შემდეგ

აკვარიუმი 2,5 თვის დატოვების შემდეგ

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება აკვარიუმის დატოვებასთან დაკავშირებით. ზუსტად 74 დღე დავტოვე აკვარიუმები. არც ერთი თევზი არ მომკვდარა. ყველა ჯანმრთელი დამხვდა.

  • ამ ხნის განმავლობაში წყალი გამოიცვალა ორჯერ.
  • ფილტრი საერთოდ არ გახსნილა.
  • თევზების კვება ხდებოდა 4 დღეში ერთხელ მცირე რაოდენობით.
  • წასვლამდე გამოვრთე co2 სისტემა, განათებაც შევამცირე.

სამწუხაროდ, მცენარეების ნახევარი გამქრალი იყო, co2ის გამორთვის და განათების დაკლების, სასუქის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელიც იყო რომ წავიდოდა დნობის და ლპობის პროცესი. სამაგიეროდ არანაირი ალგე არ დამხვდა. ალბათ ლოკოკინები და დამშეული თევზებიც შექცეოდნენ ხრწნად ფოთლებს 😀

აკვარიუმი ახლა ასე გამოიყურება. თითქმის ცარიელია, თუმცა ეს შესაძლებლობას მაძლევს დავიწყო ახალი აკვასკეიპი.

ძალიან მაინტერესებდა ფილტრი რა მდგომარეობაში დამხვდებოდა . გავხსენი და გავოცდი. ასეთ სუფთას ნამდვილად არ ველოდი. თითქოს ორი დღის წინ მქონდა გაწმენდილი.

ფილტრის შესასვლელი და გამოსასვლელიც იდეალურად სუფთა იყო. ლოკოკინები გარე მილებშიც იყვნენ შესულები, უშუალოდ ფილტრის ღრუბლებზეც აღმოვაჩინე და ვფიქრობ მათი დიდი დამსახურებაა აკვარიუმის სისუფთავეც.

გიზიარებთ ფილტრის ფოტოებს.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.