აკვარიუმის წყლის გამოცვლის პროცესი
აკვარიუმის წყლის გამოცვლის პროცესი

აკვარიუმის წყლის გამოცვლის პროცესი

გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო ჩემი აკვარიუმის ყოველკვირეული რუტინის შესახებ. ვეცადე ამ მოკლე ვიდეოში მეჩვენებინა თუ როგორ ვკრეჭ მცენარეებს და ვცვლი წყალს.

იმისათვის, რომ გქონდეთ კრისტალურად სუფთა წყალი, ჯანსაღი მცენარეები და გყავდეთ ჯანმრთელი თევზები აუცილებელია წყლის ცვლა. თუმცა მაინც, ყველა აკვარიუმი ინდივიდუალურია.

ზოგიერთი მცენარეებიანი აკვარიუმის მოყვარული იშვიათად თუ უცვლის წყალს(მცენარეებიან აკვარიუმში ვგულისხომ ისეთ აკვარიუმს, სადაც 80% უკავია მცენარეებს) თუმცა ისინი ინტუიციით ხვდებიან რა სჭირდება მათ აკვარიუმებს და მცენარეებს.



ჩემს ნეოკარიდინას კრევეტების აკვარიუმში, სადაც უამრავი კრევეტია, უკვე ორ კვირაში ერთხელ ვცვლი წყალს, აორთქლებულ ნაწილს გაფილტრული წყლით ვავსებ და როდესაც წყლის გამოცვლის დრო დგება მხოლოდ 10%-ს ვუცვლი. ზედმეტი საკვები აფუჭებს წყლის ხარისხს, ამიტომ კრევეტებსაც გამოზომილად ვუყრი სპეციალურ საკვებს.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.