თევზი ქირურგი, თევზი გარა რუფა და მითები
თევზი ქირურგი, თევზი გარა რუფა და მითები

თევზი ქირურგი, თევზი გარა რუფა და მითები

მექსიკაში ვისვენებ. შოპინგ მოლში, ერთ-ერთ სანახაობად და ტურისტების მოსაზიდად სტენდი დგას, სავარძლებით და ამ სავარძლების წინ აკვარიუმებით. ტურისტს წყალში ფეხები ჩაულაგებია და პატარა თევზები ფეხებზე ეხვევიან. დავინტერესდი თევზის სახეობით და ინფორმაციაც მოვიძიე ამ ვითომ ფეხის წმენდის პროცედურებზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე.

თევზის სპა

ფეხის წმენდის ამგვარი პროცედურები ბევრ ქვეყანაშია პოპულარული, მაგრამ ყველაზე ხშირად თურქეთში და აზიის ქვეყნებში შეხვდებით. საქართველოშიც ყოფილა ეგრეთწოდებული “ფიშ-სპა”.

ზოგადად, დამშეული თევზი რომ ქერცლს გაცლის, გარდა ინფექციის საშიშროებისა არაესთეტიკური, არაეთიკური და არაჰუმანურიცაა.

თევზი ექიმი, თევზი გარა რუფა ( Garra Rufa)

გარა რუფა, უკბილო თევზია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სუბტროპიკულ თბილ წყლებში ბინადრობს. ის 14 სანტიმეტრამდე იზრდება და ბუნებაში ალგეთი და მცირე ორგანიზმებით იკვებება.

მე19 საუკუნიდან თურქეთში, ადგილობრივ თბილ წყლებში, სადაც მოსახლეობა ბანაობდა, გარა რუფას თევზები კანზე ეხვეოდნენ ხალხს და ხმებიც ვრცელდებოდა, რომ სხვადასხვა კანის დაავადებისგან შეიძლებოდა განკურნება.

შემდეგ დაიწყეს ამ თევზის მასობრივი გამრავლება და ექსპორტი. ასე გადაიქცა გარა რუფა შემოსავლის წყაროდ. ბუნებაში გემრიელ ალგეს შეექცეოდა, ახლა კი ფეხის კანის მკვდარი უჯრედების ჭამა უწევს 😐 ნამდვილად არ უყვართ ფსორიაზით ან სოკოსგან დაზიანებული კანის ჭამა. ასეთ ფეხის სპაში თევზებს აშიმშილებენ და შემდეგ ბუნებრივია, ნებისმიერ საკვებს შეექცევიან.

ჯანმრთელობის რისკები

აკვარიუმები, სადაც ეს თევზები ჰყავთ დეზინფექციას ვერ გაუკეთებენ ქლორით, რადგანაც ქლორიანი წყალი თევზებს დახოცავს, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის ფეხი ხვდება წყალში. სავარაუდოდ ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორს იყენებენ, მაგრამ მაინც არამგონია ჰიგიენური იყოს ეს პროცედურა. თევზების დეზინფექციაც შეუძლებელია, ამიტომ პოტენციურად დაავადებების გადამტანები არიან.

თევზებით მკურნალობას შევადარებდი ურეკის მაგნიტური ქვიშებით მოგონილ მკურნალობას. ორივე შემთხვევა არის ეგრეთწოდებული “სკამი” (scam) არ არსებობს კვლევა და გავრცელებული ხმები უბრალოდ მითებია.

ფეხიდან ზედმეტი კანის მოშორების სხვა ცივილური მეთოდებიც არსებობს. ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედების სხვა საშუალებებიც არის. ასე რომ გირჩევთ, არ აყვეთ ტურისტულ ტრენდს და არ ჩაყოთ აკვარიუმში ფეხი 🙃

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე.