თევზის შიდა პარაზიტი კამალანუსი (camallanus)
თევზის შიდა პარაზიტი კამალანუსი (camallanus)

თევზის შიდა პარაზიტი კამალანუსი (camallanus)

ჩემს ბეტას დღეს შევამჩნიე წვრილი პარაზიტები უკანალიდან და დღესვე დავიწყე მკურნალობა.

კამალანუსი თევზის შიდა პარაზიტია, რომელიც თევზის შიგნეულით იკვებება და ფიტავს თევზს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარაზიტი ისე სწრაფად არ კლავს თევზს როგორც სხვა ტიპის პარაზიტები, მოშორება არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ გამოიყურება კამალანუსით დაავადებული თევზი (ბეტა) და რა მეთოდით ვმკურნალობ. იმედია ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებ აკვარიუმიდან.

შიდა პარაზიტები

“შიდა პარაზიტები” პარაზიტების სახეობების ფართე კატეგორიაა და მოიცავს დაავადებებს, რომლებსაც იწვევენ ჰელმინთები ან ბრტყელი ჭიები, რომლებიც თევზის ორგანიზმში ცხოვრობენ.

ეს პარაზიტები იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თევზის სიგამხდრე, თავის მიდამოში ჩაღრმავების გაჩენა. შიდა პარაზიტები თევზით იკვებებიან და თანდათან აცლიან სასიცოცხლო უნარს. პარაზიტი მრავლდება მასპინძელ სხეულში და შემდეგ უკვე დაავადებული თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენით ვრცელდება სხვა თევზებზე.

დაავადების თავიდან აცილება შეიძლება ახალი თევზის კარანტინით, ანუ ცალკე რომ გვყავდეს 2 კვირა და პროფილაქტიკის მიზნით ჰელმენთების საწინააღმდეგო მკურნალობა ჩავუტაროთ.

ასევე მცენარეების დეზინფექციით . ამის არ გვაქვს ხოლმე, გვინდა ახალი თევზი მაშინვე ჩავამატოთ აკვარიუმში და ესეთი შედეგებიც ამიტომ გვაქვს.

შიდა პარაზიტების სიმპტომები

●   შევარდნილი მუცელი და სიგამხდრე ან გაბერილი მუცელი, რომელშიც შეიმჩნევა მოძრაობა.

●   თეთრი განავალი

●  დაქვეითებული მადა და ენერგია

● წყლის ზედაპირზე ამოსვლა 

შიდა პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობა
  1. თუ გაქვთ აქტივირებული ნახშირის ფილტრის კარტრიჯი, ამოიღეთ სანამ წამლით მკურნალობას დაიწყებთ
  2. ჭიის წამალი არ გამოიყენოთ თუ გყავთ აკვარიუმში კრევეტები და ლოკოკინები. (მკურნალობის შემდეგაც დიდი ხნით რჩება წამალი აკვარიუმში)
  3. გამოიყენეთ წამალი, რომელიც შიდა პარაზიტებისთვისაა განკუთვნილი მაგალითად მეტრონიდაზოლის , პრაზიკვანტელის ფენბენდაზოლი, ლევამიზოლის შემცველობით. დაიცავით ზუსტი დოზები. მკურნალობა ძირითადად 5 დღე გრძელდება , გადაამოწმეთ მედიკამენტის ინსტრუქციებში.
  4. მკურნალობის პირველ ეტაპზე თევზის ანუსიდან გამოიყოფა პარაზიტი, რომელიც ვარდება გრუნტზე, ამიტომ მკურნალობის შემდეგ უნდა მოხდეს გრუნტის წმენდა სიფონით.
  5. შიდა პარაზიტებზე მკუნრლობა უნდა გამეორდეს ორ კვირაში, რადგანაც ჩატარებული მკურნალობა პარაზიტის კვერცხებზე არ მოქმედებს, ორ კვირაში კი კვერცხიდან უკვე გამოჩეკილი იქნება პარაზიტი.

თევზების სხვა დაავადებებზე ამ პოსტში წაიკთხავთ: აკვარიუმის თევზების დაავადებები.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.