რა არის ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი? (მარტივად)
რა არის ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი? (მარტივად)

რა არის ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი? (მარტივად)

სანამ აკვარიუმებზე და მათ ბინადრების მოყვანაზე იფიქრებთ აუცილებლად უნდა იცოდეთ აკვარიუმში რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს.


ბიოლოგიურ პროცესი “აზოტის ციკლი”.

როდესაც აკვარიუმში თევზს ჩასვამთ ბუნებრივია იწყებთ მათ კვებას. თევზი გადაამუშავებს საკვებს და გამოყოფს ნარჩენს, ზედმეტი შეუჭმელი საკვებიც იწყებს ხრწნას.

ეს ნარჩენი გროვდება და წარმოიქმნება ძლიერ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება ამიაკი (NH₃). ამიაკის მცირე კონცენტრაციაც კი საკმარისია იმისათვის რომ თევზი მოკვდეს.

არსებობენ ისეთი ბაქტერიებიც, რომლებიც ამ მავნე ნივთიერებას – ამიაკს მოიხმარენ. ეს ბაქტერიები ამიაკს გარდაქმნიან ნაკლებ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებად – ნიტრიტად. ბოლოს კი,  კიდევ ბაქტერიების სხვა ტიპი მოიხმარს ნიტრიტს და გარდაქმნის ნიტრატადრომელიც შედარებით უსაფრთხოა თევზებისთვის. ნიტრატის წყლიდან ამოღება კი წყლის ცვლითაა შესაძლებელი. ეს ციკლი, ანუ “აზოტის ციკლი” მუდმივად მიმდინარეობს აკვარიუმის ფილტრში და სწორედ ამისთვისაა საჭირო კარგი ფილტრაცია.


მცენარეები და ნიტრატები

ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი არის აზოტის ნაერთები. ისინი წარმოადგენენ აკვარიუმის მცენარეებისთვის აუცილებელ საკვების წყაროს. აკვარიუმში რაც მეტი მცენარე გექნებათ უფრო მეტად მოხდება მცენარის მიერ ნიტრატის ათვისება და ამით გაუმჯობესდება ბიოლოგიური ფილტრაცია ჩვენს აკვარიუმებში. მცენარეები ასევე გამოიმუშავებენ ჟანგბადს ფოტოსინთეზით, რომელიც თავის მხრივ სასარგებლო ბაქტერიების ეფექტურობას უწყობს ხელს. ამიტომ გირჩევთ თევზებთან ერთად ბუნებრივი მცენარეებიც გქონდეთ აკვარიუმში.

აკვარიუმის ფილტრაციაზე და ჟანგბადზე დაწვრილებით ამ პოსტებში წაიკითხავთ
აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა
როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.