ტროპიკული თევზების კლუბის შეხვედრა და აუქციონი (ვიდეო)
ტროპიკული თევზების კლუბის შეხვედრა და აუქციონი (ვიდეო)

ტროპიკული თევზების კლუბის შეხვედრა და აუქციონი (ვიდეო)


კლუბი


სან დიეგოში, მტკნარი წყლის აკვარიუმის მოყვარულთა კლუბია (San Diego Tropical Fish Society).

გაწევრიანებულები არიან ბრიდერები (თევზების მომშენებლები), აკვარიუმის და თევზების მაღაზიების წარმომადგენლები და მოყვარულები.



კლუბს სიმბოლური წლიური გადასახადი აქვს. გაწევრიანების შემდეგ კი შეგიძლია დაესწრო კლუბის ყოველთვიურ შეხვედრებს, პრეზენტაციებს, აუქციონებს, თევზების და აკვარიუმების ჩვენებებს, კონკურსებს და გათამაშებებს. თვეში ერთხელ მინი აუქციონია, წელიწადში ორჯერ კი დიდი აუციონი ტარდება.


აუქციონი


კლუბში წელს მეც გავწევრიანდი და აუქციონშიც მივიღე მონაწილეობა. წითელი ჩერი ნეოკარიდინას კრევეტები და მცენარეები მქონდა გატანილი. სახლშიც წამოვიღე ორი მცენარე საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად ფასად.

აუქციონზე ყველა კლუბის წევრს შეუძლია გამოიტანოს აკვარიუმის მოწყობილობები, ფილტრები, განათება, მცენარეები, იშვიათი თევზები და აკვარიუმის ბინადრები, საკვები და ნებისმიერი რამ, რაც მტკნარი წყლის აკვარიუმებთანაა კავშირში.

რა თქმა უნდა გასამდიდრებლად არავინ მიდის აუქციონზე. საერთო ინტერესის ხალხს ხვდები, საუბრობ და უბრალოდ სასიამოვნოდ გაგყავს საღამო. შემდეგ აუქციონზეც აუცილებლად წავალ, საკმაოდ აზარტული ყოფილა.


ყოველი წლის ნოემბერში აკვარიუმების კონკურსია , სადაც კლუბის წარმომადგენლები და დამთვალიერებლებიც წერენ ქულებს. 2022 წლის კონკურსზე გავიტანე პატარა მცენარეებიანი აკვარიუმი ბეტა თევზთან ერთად, რომელმაც რამოდენიმე კატეგორიაში გაიმარჯვა.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.